გერმანიის თასზე ბორუსია-შტურგარტის მატჩის მიმდინარეობის დროს დორტმუნდის გულშემატკივრებმა ბილეთების მაღალი ფასები გააპროტესტეს.
ფანებმა ბანერი გამოფინეს - "ფეხბურთი მისაწვდომი უნდა იყოს". შეხვედრის დაწყებიდან პირველი 20 წუთი გულშემატკივრები ჩუმად იყვნენ და შემდეგ მოედანზე ჩოგბურთის ბურთები ისროლეს. ამ ფაქტმა რამდენიმე წუთით მატჩის შეჩერება გამოიწვია.
შეხვედრა ბორუსიას გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
წყარო: 101greatgoals.com