16 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
სამსახურიდან გაათავისუფლეს ჟურნალისტი, რომელმაც რეალის ავიაკატასტროფაში მოხვედრა ისურვა

რადიო International-მა სამსახურიდან დაითხოვა ჟურნალისტი, ვიქტორ ალტადილი, რომელმაც გრანადა-მადრიდის რეალის (1:2) შეხვედრის შემდეგ Twitter-ის გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა და სამეფო კლუბს ავიაკატასტროფაში მოხვედრა ისურვა.

"ვიმედოვნებ, ჩარტერულ რეისს, რომლითაც მადრიდის რეალი მიფრინავს, ტექნიკური პრობლემები შეექმნება," - დაწერა ჟურნალისტმა. ასევე, ალტადილიმ რეალი სანაძღავი სიტყვებით მოიხსენია.

ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ცოტა ხანში სტატუსი წაიშალა, მაგრამ prosport.ro-ს ინფორმაციით რადიოსადგურმა კატალონიელი ჟურნალისტი სამსახურიდან გაათავისუფლა და მადრიდის რეალს ბოდიში მოუხადა.

 

წყარო: prosport.ro

დღის ამბები