16 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
აროუკას ფეხბურთელმა იკერ კასილიასს 2 გატანილი გოლის გამო ბოდიში მოუხადა

პორტუგალიის ჩემპიონატის 21-ე ტურში პორტუმ აროუკას უმასპინძლა და მეტოქესთან 1:2 დამარცხდა.

იკერ კასილიასის კარში 2 გოლი ვალტერ გონსალესმა გაიტანა. მატჩის შემდეგ ესპანელი მეკარის Instagram-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოზე გონსალესმა კომენტარი დაწერა და იკერს ბოდიში მოუხადა.

"ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენს წინააღმდეგ თამაში. მინდა 2 გატანილი გოლის გამო ბოდიში მოგიხადოთ,"-წერს გონსალესი.

34 წლის ფეხბურთელი პორტუში ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს მადრიდის რეალიდან გადავიდა. ესპანეთის ნაკრების მოქმედ კაპიტანს კარიერის განმავლობაში მოგებული აქვს: 1 მსოფლიოს ჩემპიონატი, 2 ევროპის ჩემპიონატი, 4 ჩემპიონთა ლიგა, 1 კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი, 2 ევროპის სუპერთასი, 5 ლა ლიგა, 5 ესპანეთის სუპერთასი და 2 ესპანეთის თასი.

აღნიშნული მიღწევები კასილიასის ტიტულების და ინდივიდუალური ჯილდოების არასრული ჩამონათვალია.

 

წყარო: eurosport

დღის ამბები