16 ნოემბერი 2024,   21:57
ვრცლად
ფეხბურთის ფედერაციამ სპორტულ სააგენტო SBM-სთან მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტული სააგენტო SBM-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სააგენტომ, რომელიც უკვე 8 წელია ფუტსალში ბიზნეს ჩემპიონტა ლიგას ატარებს,ეროვნული ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარების ვალდებულება აიღო.

თანამშრომლობის ფარგლებში ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზებას ფეხბურთის ფედერაციაც გაუწევს. ჩემპიონატი 14 მარტს დაიწყება მედლებისთვის 8 გუნდი იბრძოლებს.

დღესვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშილმა, ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელად, ავთო ასათიანი წარადგინა.

 

ფოტო: GFF.ge

დღის ამბები