16 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
საფრანგეთში ქალი ფეხბურთელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

საფრანგეთში ქალი ფეხბურთელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ქვეყნის ქალთა ჩემპიონატის მე-13 ტურის შეხვედრაში რუანმა ბორდოს უმასპინძლა. მატჩის 68-ე წუთზე ბორდოს ფეხბურთელმა მეტოქეს სახეში მუშტი ჩაარტყა, რასაც მოედანზე არეულობა მოჰყვა.

დაპირისპირებული ფეხბურთელები მსაჯებმა და ოფიციალურმა პირებმა ერთობლივი ძალისხმევით გააშველეს.

შეხვედრა კი ფრედ 3:3 დასრულდა.

დღის ამბები