16 ნოემბერი 2024,   21:55
ვრცლად
ლიონელ მესიმ ფერარის შეძენასთან დაკავშირებით იხუმრა

ბარსელონას ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ, უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მან მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მანქანა 32 მილიონ ევროდ შეიძინა.

არგენტინელმა სოციალურ ქსელ Instagram-ში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მას ხელში სათამაშო მანქანა უჭირავს და ხუმრობით დაწერა: "ახალი მანქანა, რომელზეც ამობენ, რომ მე ვიყიდე".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით ადრე Bleacherreport-ის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ლიონელ მესიმ პარიზის აუქციონზე კრიშტიანო რონალდოს აჯობა და სწორედ არგენტინელი იყო 1957 წელს გამოშვებული ფერარი 335 სპორტი ახალი მფლობელი.

 

წყარო: ლიონელ მესის Instagram-ის გვერდი

დღის ამბები