ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, სვენ-გორან ერიქსონმა, რომელიც ამჟამად ჩინური კლუბის შანხაის თავკაცია, განაცხადა, რომ ახლო მომავალში ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავები ჩინეთის ლიგაში გააგრძელებენ კარიერას.
"ვის არ უნდა ვეინ რუნი თავის გუნდში ჰყავდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობ, ინგლისელს მანჩესტერ იუნაიტედის დატოვების სურვილი არ აქვს. დარწმუნებული ვარ, ადრე, თუ გვიან მესი, რონალდო და რუნი ჩინურ ლიგაში ითამაშებენ," - განაცხადა ერიქსონმა.
2016 წლის ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ჩინურმა კლუბებმა ევროპიდან დიდი თანხის სანაცვლოდ რამდენიმე ფეხბურთელი გადაიბირეს. ექსპერტების ვარაუდით, მსგავსი ტენდეცია კიდევ უფრო მასშტაბური გახდება და აზიურ გუნდებში ბევრი ცნობილი ფეხბურთელი ითამაშებს.