მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველმა, დუგლას კოშტამ, გერმანული კლუბის ვარჯიშზე ე.წ. რაბონა დარტყმით ბურთი კარში კუთხურის ნიშნულიდან ჩაახვია.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ვიდეო სოციალურ ქსელ Instagram-ში ატვირთა და გულშემატკივრების დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
კოშტა მუნხენურ კლუბში 2015 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დონეცკის შახტარიდან გადავიდა. ბაიერნის რიგებში ფეხბურთელმა 23 ჩატარებულ შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
წყარო: დუგლას კოშტას Instagram-ის გვერდი.