დინამოს 14-წლამდელთა საკალათბურთო გუნდი თბილისის ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ფინალში დინამომ ჰიუნდაი 60:53 დაამარცხა. დაძაბული გამოდგა შეხვედრის ბოლო პერიოდი, როდესაც ჰიუნდაიმ ანგარიშში სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა დინამოელებმა უპირატესობა მაინც შეინარჩუნეს.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ბიგანაშვილმა გახდა, რომელსაც მატჩის შემდეგ სპეციალური ჯილდო გადასცეს.
წყარო: GBF.ge