16 ნოემბერი 2024,   21:55
ვრცლად
ინგლისურმა სანდერლენდმა ადამ ჯონსონთან კონტრაქტი გაწყვიტა

სანდერლენდმა ადამ ჯონსონთან კონტრაქტი გაწყვიტა. 28 წლის ფეხბურთელს არასრულწლოვან გოგონასთან კავშირში ედება ბრალი.

"სანდერლენდი დაუყონებლივ წყვეტს კონტრაქტს ადამ ჯონსონთან. ამ თემასთან დაკავშირებით კლუბი დამატებით კომენტარს არ გააკეთებს," - ნათქვამია გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ჯონსონს 15 წლის გოგონასთან ინტერნეტით კავშირის დამყარება, ხოლო შემდეგ მისი შეცდენის მცდელობა ედება ბრალად. ბრიტანეთში სასამართლო პროცესები დღეს დაიწყება და ფეხბურთელს 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ჯონსონი 2010-2014 წლებში ინგლისის საფეხბურთო ნაკრების წევრი იყო.

 

წყარო: safc.com

დღის ამბები