კრიშტიანო რონალდომ ისრაელის ტელევიზიისთვის გადაღებულ ინტერნეტის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა.
ამ ფაქტმა სოციალურ ქსელებში პორტუგალიელი ფეხბურთელის არაბულენოვანი გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია. ისინი რონალდოს მიერ ისრაელთან ამ ფორმით კავშირს აპროტესტებენ.
"ჩვენ გვიყვარს რონალდო და არა მესი. რონალდო არ უნდა გახდეს იმის ნაწილი, რაშიც ისრაელი მონაწილეობს".
"არა ისრაელს! რონალდო, რატომ უჭერ მხარს ბავშვების მკვლელებს?" - მსგავსი შინარსის კომენტარები იწერება ფეხბურთელის ოფიციალურ გვერდებზე.
წყარო: 101greatgoals.com