ვეტერანი ფეხბურთელი, ანდრეი შევჩენკო, უკრაინის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს.
შევჩენკოს ოფიციალური პრეზენტაცია 16 თებერვალს გაიმართება და მას ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მახაილ ფომენკო გაუძღვება.
2004 წლის ოქროს ბურთის მფლობელმა კარიერა 2012 წელს დაასრულა. 39 წლის შევჩენკოს მილანის, ჩელსის და დინამო კიევის რიგებში აქვს ნათამაშები.
წყარო: Eurosport