გუშინ, NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში 2 შეხვედრა გაიმართა.
ოკლაჰომამ ნიუ ორლეანს უმასპინძლა და მეტოქე 121:95 დაამარცხა. ოკლაჰომელთა რიგებში საუკეთესო რასელ ვესტბრუკი იყო, რომელმაც 23 ქულა, 9 მოხსნა და 10 პასი შეასრულა. მეორე შეხვედრაში კი მილოუკმა ვაშინგტონს 99:92 მოუგო.
NBA-ში 18 თებერვლამდე შესვენება გამოცხადდა, რაც All Star-ის მატჩით არის გამოწვეულილი. "ყველა ვარსკვლავის" შეხვედრა 14 თებერვალს, კანადის ქალაქ ტორონტოში გაიმართება.