ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში ბარსელონამ სელტას უმასპინძლა და მეტოქე 6:1 დაამარცხა.
მატჩის 82-ე წუთზე ბლაუგრანამ თერთმეტმეტრიანის შესრულების უფლება მოიპოვა. პენალტის ნიშნულთან ლიონელ მესი მივიდა, მაგრამ არგენტინელმა კარში დარტყმის ნაცვლად, ლუის სუარესს პასი გაუკეთა და ურუგვაელ თავდამსხმელს ჰეთ-თრიკის შესრულებაში დაეხმარა.
ლა ლიგას ბარსელონა 57 ქულით ლიდერობს, თუმცა აღსანიშნავია, რომ კატალონიელებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
ვიდეო: Goalsarena.org