გუშინ პრემიერლიგის 26-ე ტურში 3 შეხვედრა გაიმართა.
ლონდონის არსენალმა ჩემპიონატის ლიდერს, ლესტერ სიტის უმასპინძლა. პირველი ტაიმის მიწურულს ლესტერი ჯეიმი ვარდიმ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გატანილი გოლით დააწინაურა. მატჩის მეორე ნახევარში კი ლესტერულ კლუბს ფეხბურთელი გაუძევეს და არსენალმა მოახერხა უპირატესობის მოპოვება. 71-ე წუთზე ანგარიში თეო ვოლკოტმა გაათანაბრა.მეთოფეებს გამარჯვება მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე შეცვლაზე შემოსულმა, დენი ველბეკმა მოუტანა.
დღის მეორე ცენტრატულ შეხვედრაში მანჩესტერ სიტი საკუთარ მოედანზე ლონდონის ტოტენჰემთან 1:2 დამარცხდა.
ლივერპულმა სტუმრად პრემიერლიგის ბოლოადგილოსანს ასტონ ვილას 0:6 მოუგო.
ინგლისის ჩემპიონატს კვლავ ლესტერი 53 ქული ლიდერობს, ტოტენჰემი (51) მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო არსენალი (51) მესამე პოზიციას იკავებს.
ვიდეო: Goalsarena.org