ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში ბარსელონამ სელტას უმასპინძლა და მეტოქე 6:1 დაამარცხა.
მატჩის 82-ე წუთზე პენალტის ნიშნულთან ლიონელ მესიმ ლუის სუარესს პასი გაუკეთა და ურუგვაელ თავდამსხმელს ჰეთ-თრიკის შესრულებაში დაეხმარა. ამ ეპიზოდთან დაკავშირებით ნეიმარმა განაცხადა, რომ პასი მისთვის იყო განკუთვნილი.
"ჩვენ ვარჯიშებზე პენალტის ასე გათამაშებაზე ხშირად ვმუშაობდით. მესის პასი ჩემზე იყო გათვლილი, თუმცა ლუის სუარესი ბურთთან უფრო ახლოს აღმოჩნდა,"- განაცხადა ნეიმარმა.
ლა ლიგას ბარსელონა 57 ქულით ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ კატალონიელებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
წყარო: Eurosport