16 ნოემბერი 2024,   21:57
ვრცლად
დღეს ჩემპიონთა ლიგაზე 2 მატჩი გაიმართება

თითქმის 2 თვიანი შესვენების შემდეგ, დღეს ჩემპიონთა ლიგაზე 2 მატჩი გაიმარტება.

სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრაში პსჟ ლონდონის ჩელსის უმასპინძლებს. გუნდები ერთმანეთს შარშანაც შეხვდნენ და მაშინ 2 მატჩის ჯამში გამარჯვება ფრანგულმა გუნდმა მოიპოვა.

"ჩელსის წინააღმდეგ ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა შეგვიძლია. გუნდს ამისთვის საკმარისი გამოცდილება დაუგროვდა,"-განაცხადა პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა.

ჩელსის მწვრთნელი, გუუს ჰიდინკი კი შანსებს თანაბრად აფასებს.

"ვფიქრობ შანსები თანაბარია. ჩვენი მიზანი მომდევნო ეტაპზე ასპარეზობაა, თუმცა ეს რთული იქნება. პსჟ ძალიან ძლიერი გუნდია," - განაცხადა ჰიდინკმა.

დღის მეორე შეხვედრა კი პორტუგალიაში გაიმართება. ბენფიკა საკუთარ მოედანზე სანკტ-პეტერბურგის ზენიტს მიიღებს.

მატჩები თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

დღის ამბები