სელტას ფეხბურთელმა, ჰუგო მალომ, ლიონელ მესის პენალტის გათამაშების გამო უსაყვედურა.
გოლის აღნიშვნის მომენტში მალომ ბარსელონას ფეხბურთელთან მივიდა და არგენტინელის ჩანაფიქრი გააპროტესტა. გავრცელებული ინფორმაციით, სელტას ფეხბურთელები თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში ბარსელონამ სელტას უმასპინძლა და მეტოქე 6:1 დაამარცხა. მატჩის 82-ე წუტზე მესიმ პენალტის ნიშნულიდან ლუის სუარესს პასი გაუკეთა და ურუგვაელ თავდამსხმელს ჰეთ-თრიკის შესრულებაში დაეხმარა.
წყარო:101greatgoals.com