france Football-ის ვერსიით, ტურინის იუვენტუსის კაპიტანი, ჯანლუიჯი ბუფონი, ისტორიაში საუკეთესო მეკარედ დასახელდა.
პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემამ, გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა. 38 წლის ბუფონმა კი ხმების უმრავლესობა - 44% მიიღო. მეორე ადგილზე 17 % -ით საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მეკარე, ფაბიენ ბარტეზი გავიდა. მესამე პოზიციას კი ლევ იაშინი და ოლივერ კანი იყოფენ, რომლებმაც თანაბრად ხმების 7% მიიღეს. იკერ კასილიასს და მანუელ ნოიერს საუკეთესოდ გამოკითხულთა 6 % მიიჩნევს.
გამოკითხვაში 24 548 მომხმარებელმა მიიღო მონაწილება.