6 ქართველ მოჭიდავეს დისკვალიფიკაცია ემუქრება. სპორტსმენები დოპინგ სკანდალში არიან გახვეული. ქართველები აკრძალული პრეპარატის მოხმარებაში ამხილეს.
ამ თემასთან დაკავშირებით ჭიდაობის ფედერაციაში საგანგებო შეკრება გაიმართება.
"შევიკრიბებით იურისტებთან და ყველა იმ ხალხთან ერთად ვინც უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი. სანქციებზე დღეს ნამდვილად არ იქნება საუბარი, ვინაიდან საბოლოო ვერდიქტი ჯერ ნაადრევია. ბიჭების პოზიციაა, რომ მათ ეს პრეპარატი არ მიუღიათ და ამას შემდგომი მოკვლევა გვიჩვენებს," - განაცხადა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველმა, მალხაზ ჯორბენაძემ.
დოპინგ სკანდალთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. საბოლოო დასკვნა კი ხვალ გახდება ცნობილი.
ავტორი: დავით ერაძე