სან-პაულოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრაზილიელ ფეხბურთელს, ნეიმარს, 43 მილიონი ევროს ღირებულების ქონებას ყადაღა დაედება.
გაყინულ აქტივებს შორის ნეიმარის თვითმფრინავი, იახტა და უძრავი ქონება შედის. სასამართლო ნეიმარს 2011-2013 წლების პერიოდში გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს. ბრაზილიელს თვითმფრინავის გამოყენებაც აეკრძალა.
პარარელურად, ესპანეთის პროკურატურა ფეხბურთელის სანტოსიდან ბარსელონაში ტრანსფერის საქმეს იძიებს და ნეიმარი რამდენჯერმე დაკითხვაზეც დაიბარეს.