16 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
ჩემპიონთა ლიგის მიმოხილვა - პსჟ-მ ჩელსი დაამარცხა

გუშინ, ჩემპიონთა ლიგაზე 1/16-ფინალური ეტაპის 2 შეხვედრა გაიმართა.

სათამაშო დღის ცენტრალურ შეხვედრაში პსჟ-მ  ლონდონის ჩელსის უმასპინძლა. მატჩი პარიზული გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა. პსჟ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დააწინაურა, რასაც ჯონ ობი მიკელის პირველი ტაიმის მიწურულს გატანილი გოლი მოჰყვა. 78-ე წუთზე კი ედისონ კავანიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მეორე შეხვედრა კი პორტუგალიაში გაიმართა. ბენფიკამ საკუთარ მოედანზე სანკტ-პეტერბურგის ზენიტს მიიღო და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ხონასმა გაიტანა.

დღეს კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. იტალიის დედაქალაქში რომა მადრიდის რეალის უმასპინძლებს, ხოლო გენტი გერმანულ ვოლფსბურგს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ სამეფო კლუბი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში უკვე 29 წელია იტალიური გუნდების ბარიერის დაძლევას ვერ ახერხებს.  

"დღეს რთულ მატჩს ველოდები. რომა ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ მე სიმშვიდეს ვინარჩუნებ. კარგად გვაქვს გააზრებული, რომ დღეს არაფერი არ გადაწყდება და წყვილს შორის გამარჯვებული 180 წუთის შემდეგ გაირკვევა," - განაცხადა ზინედინ ზიდანმა, რომელიც მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგაზე პირველ მატჩს გამართავს.

შეხვედრები თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. 

 

ვიდეო: Goalsarena.org

დღის ამბები