ჯაბა კანკავა რეიმსის გულშემატკივრების მიერ გუნდის იანვრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
რეიმსის ოფიციალურმა ვებგვერდმა საქართველოს ნაკრების კაპიტანს სტატია მიუძღვნა.
"დაუღალავი ჯაბა კანკავა გუნდს გასული წლის აგვისტოში შეუერთდა და მალევე ნახევარდაცვის წამყვან მოთამაშედ იქცა. იანვრარი ინდივიდუალურ დონეზე მისთვის, შეიძლება ითქვას, ყველაზე წარმატებული გამოდგა. მისი თავდადებული, საიმედო თამაშისა და სტატისტიკის გათვალისწინებით გულშემატკივრებმა მხარი კანკავას დაუჭირეს," - წერს ოფიციალური ვებგვერდი.
ჯაბა კანკავა ფრანგულ კლუბში 2015 წლის აგვისტოში უკრაინული დნიპროდან გადავიდა. რეიმსი კი ლიგა 1-ში 26 ტურის შემდეგ 29 ქულით მე-17 ადგილს იკავებს.