პსჟ-ს ბრაზილიელმა მცველმა, ტიაგო სილვამ, განაცხადა, რომ ბარსელონას ფეხბურთელს, ნეიმარს, პარიზულ კლუბში თამაში შესთავაზა.
"მე მას ვუთხარი, გადმოდი პარიზში ჩემთან ერთად. მან გამიღიმა და შემდეგ მითხრა: ვნახოთ, რა მოხდება. სეზონის ბოლოს ყველა გაიგებს რასაც ვაპირებ,"-განაცხადა ტიაგო სილვამ.
ნეიმარი ბარსელონას ღირსებას 2013 წლის ზაფხულიდან იცავს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი კიდევ 2 წელი აკავშირებს.