ჩემპიონთა ლიგაზე რომამ მადრიდის რეალს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
შეხვედრის მიმდინარეობის დროს რომაული გუნდის გულშემატკივრები სამეფო კლუბის ლიდერს, კრიშტიანო რონალდოს, შეურაცხყოფას აყენებდნენ. ისინი მთელი მატჩის განმავლობაში პორტუგალიელს უსტვენდნენ, "ღორს" ეძახდნენ და მესის სახელს სკანდირებდნენ. ასევე, იტალიელი ფანები რონალდოს ოჯახსაც სალანძღავი სიტყვებით მოიხსენიებდნენ.
გულშემატკივრებმა განსაკუთრებული აქტიურობა რონალდოს შესანიშნავი გოლის შემდეგ დაიწყეს.
გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 8 მარტს გაიმართება.
წყარო: Eurosport