16 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
"იმედი მაქვს, ერთ დღესაც შუმახერი დაბრუნდება" - საბინ კემი

მიხაელ შუმახერის მენეჯერმა, საბინ კემიმ, იმედი გამოთქვა, რომ 7 გზის მსოფლიოს ჩემპიონი ფორმულა 1-ში გამოჯანმრთელდება.

"იმედი მაქვს, ერთ დღესაც შუმახერი დაგვიბრუნდება. მოთმინებით უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ ის ზალიან გვენატრება,"- განაცხადა კემიმ.

შუმახერის ოჯახთან დაახლოებული პირი კი ამბობს, რომ გერმანელი "ჯერ კიდევ იბრძვის გამოსაჯანმრთელებლად".

შეგახსენებთ, გერმანელი პილოტი თხილამურებით სრიალისას სერიოზულად დაშავდა და 2 წელიწადზე მეტია მისი ნორმალური ცხოვრების რიტმში დაბრუნება ვერ ხერხდება.

 

წყარო: Eurosport

 

დღის ამბები