მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, ჩემპიონთა ლიგაზე რომას წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ, სამეფო კლუბის ფეხბურთელებს გასახდელში გადაეხვია და წარმატება უსურვა.
ესპანური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზიდანს რეალის ფეხბურთელებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, რაც ბოლო დროს გუნდის წარმატებულ თამაშზეც აისახა.
რომასთან შეხვედრა კი ბლანკოსის გამარჯვებით 0:2 დასრულდა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მწვრთნელის რანგში ზიდანის წარმატებული დებიუტი შედგა.
წყარო: მადრიდის რეალის ოფიციალური Facebook-ის გვერდი.