NBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა გოლდენ სტეიტ უორიორზმა, სტუმრად პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან 105:137 წააგო და მიმდინარე სეზონში მეხუთე მარცხი განიცადა.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი დემიენ ლილიარდი გახდა, რომელმაც 51 ქულა, 7 პასი და 6 ჩაჭრა მიითვალა.
დასავლეთ კონფერენციას 48 მოგებით გოლდენ სტეიტი ლიდერობს, პორტლენდი კი 28 გამარჯვებით მეშვიდე ადგილს იკავებს.
სხვა შეხვედრები ასეთი ანგარიშებით დასრულდა:
ორლანდო - დალასი 110:104
ვაშინგტონი - დეტროიტი 98:86
ბრუკლინი - ნიუ იორკი 109:98
ატლანტა - მაიამი 111:115
ჩიკაგო - ტორონტო 116:106
მემფისი - მინესოტა 109:104
მილუოკი - შარლოტი 95:98
ნიუ ორლეანი - ფილადელფია 121:114
ოკლაჰომა - ინდიანა 98:101
ფინიქსი - ჰიუსტონი 100:116
საკრამენტო - დენვერი 116:100
ლეიკერსი - სან ანტონიო 113:119
იუტა - ბოსტონი 111:93