18-19 თებერვალს მინსკში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ალექსანდრე მედვედის, სახელობის გრან-პრის გათამაშებაზე თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრებმა სულ 5 მედალი - 2 ოქრო და 3 ბრინჯაო მოიპოვა.
ტურნირის ჩემპიონები ზურაბ იაკობიშვილი და გენო პეტრიაშვილი გახდნენ, მესამე ადგილები კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, დავით მარსაგიშვილმა და ელიზბარ ოდიკაძემ მოიპოვეს.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამშობლოში დღეს გამნთენიისას დაბრუნდა.