მილანის პრეზიდენტმა, სილვიო ბერლუსკონიმ, განაცხადა, რომ სეზონის დაწყების წინ ფაბიო კაპელოს გუნდში დაბრუნება შესთავაზა.
"სანამ სინიშა მიჰაილოვიჩს დავნიშნავდით მთავარ მწვრთნელად, კაპელოს შევთავაზე მინალში დაბრუნება, თუმცა მას სხვა გეგმები ჰქონდა," - განაცხადა ბერლუსკონიმ.
ფაბიო კაპელო მილანს 1991-1996 და 1997-1998 წლებში წვრთნიდა.
წყარო: eurosport