ფრანგული პსჟ-ის თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. 34 წლის ასაკში შვედი უმაღლეს დონეზე თამაშობს. კარიერის განმავლობაში იბრაჰიმოვიჩს აიაქსის, იუვენტუსის, ინტერის, ბარსელონას და მილანის რიგებში უთამაშია და თან ყველა გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონატი აქვს მოგებული.
გთავაზობთ ფეხბურთელის გამორჩეულ ფრაზებს:
* მათ იყიდეს ფერარი, მაგრამ ატარებდნენ, როგორ ფიატს - ბარსელონაში წარუმატებელი კარიერის შემდეგ.
* რატომ, არ ვიცი, მაგრამ, როდესაც ოთახში შევდიოდი, გვარდიოლა ყოველთვის გადიოდა - უეჭველად ჩემი ეშინოდა - ზლატანს ბარსელონაში გვარდიოლასთან ჰქონდა კონფლიქტი.
* ისინი პატარა ბავშვებივით არიან, საკუთარი აზრი არ გააჩნიათ - ზლატანი ლიონელ მესის, ინიესტას და ჩავი ერნანდესის შესახებ.
* ვინ არის ჩემი მისაბაძი მაგალითი? ასეთი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ზლატანის სტილი.
* არ ვიცი, რას წარმოადგენენ საფრანგეთის ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელები, მაგრამ ვიცი, რას წარმოვადგენ მე - პსჟ-ში გადასვლის შემდეგ.
* რას აჩუქებთ მეუღლეს დაბადების დღეზე? – არაფერს, მას ხომ ზლატანი ჰყავს.
* ტრავმირებული იბრაჰიმოვიჩი ნებისმიერი კლუბისთვის დიდი პრობლემა იქნებოდა - იბრაჰიმოვიჩი საკუთარ თავზე.
* მე ყველა პოზიციაზე შემიძლია, ვითამაშო, რადგანაც კარგ ფეხბურთელს მოედნის ნებისმიერ ადგილას უნდა შეეძლოს თამაში.
* რასაც კარეუ ფეხბურთის ბურთით აკეთებდა, იმის გაკეთება მე ფორთოხლითაც შემიძლია – ზლატანმა ნორვეგიელი ფეხბურთელის, ჯონ კარეუს, კრიტიკას უპასუხა.
* ჩვენ პარიზში სახლს ვეძებთ და იმ შემთხვევაში, თუ ვერაფერს ვიპოვით, მაშინ რომელიმე სასტუმროს ვიყიდი.
* ჟურნალისტი - რომელი გუნდი მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი ოფში?
ზლატანი - ეს მხოლოდ ღმერთმა იცის.
ჟურნალისტი - რთული იქნება ღმერთისთვის ამის კითხვა.
ზლატანი - რატომ? შენ ახლა ზუსტად მას უყურებ.
* მოდით ჩემთან სახლში, თქვენი დაც წამოიყვანეთ და გაიგებთ, როგორი გეიც ვარ -იბრაჰიმოვიჩის პასუხი სექსუალურ ორიენტაციაზე.
* ერთ-ერთმა ჟურნალისტმა შვედ ფეხბურთელს ჰკითხა, რატომ ჰქონდა სახეზე ნაკაწრები - თქვენს მეუღლეს ჰკითხეთ, უპასუხა იბრაჰიმოვიჩმა.
* ერთი რამ ნათელია - ევროპის ჩემპიონატი ჩემს გარეშე საყურებლადაც არ ღირს.
* მე კარგ ღვინოსავით ვარ, რაც უფრო მემატება წლები, მით უფრო უკეთესად ვთამაშობ.
* მე არ მჭირდება ოქროს ბურთის მოგება იმის მისახვედრად, რომ ნომერ პირველი ვარ.
* ხარისხი ყოველთვის ძვირად ფასობს. არ მესმის, რატომ მაკრიტიკებენ მაღალი ხელფასის გამო. თანაც, რაც უფრო მეტ ფულს ვიღებ, მით მეტ გადასახადებს ვუხდი საფრანგეთს.
* დანიელებს სურდათ ჩემი პენსიაზე გაშვება, მაგრამ მე პენსიაზე მთელი ქვეყანა გავუშვი - ევრო 2016 ფლეი ოფის შემდეგ. (შვედეთამა დანიის ნაკრები ორი მატჩის ჯამში 4:3 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა).
* პსჟ-ში მხოლოდ ერთი ბოსია და მას ზლატანი ჰქვია.
წყარო: dailymail.co.uk, telegraph.co.uk