რომას კაპიტანმა, ფრანჩესკო ტოტიმ, gazzetta.it-სთან გულახდილ ინტერვიუში, კლუბში მის მდგომარეობაზე ისაუბრა. ტოტის თქმით, ის გუნდისგან მეტ პატივისცემას იმსახურებს.
"მე ვგრძნობ, რომ კარგ ფორმაში ვარ და თამაში მსურს. ტრავმა წარსულს ჩაბარდა და ის ფაქტი, რომ კიდევ არ ვთამაშობ ტაქტიკური გადაწყვეტილებაა. ასეთ სიტუაციაში მე არ შემიძლია რომაში დარჩენა. სათადარიგოთა სკამზე ყოფნა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. მესმის - ჩემს ასაკში შედარებით ცოტა სათამაშო დრო უნდა მქონდეს, მაგრამ ასე კარიერის დასრულება ძალიან მტკივნეული იქნებოდა. იმის გამო, რაც კლუბისთვის გამიკეთებია, მეტ პატივისცემას ვიმსახურებ. ჩემი კონტრაქტი ივნისში სრულდება და მე კლუბის პრეზიდენტისგან ახალ ამბებს ველოდები,"
ტოტიმ კლუბის მთავარ მწვრთნელზე, ლუჩიანო სპალეტიზეც გააკეთა კომენტარი.
"როგორი ურთიერთობა მაქვს სპალეტისთან? ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს ვესალმებით. მე მას როგორც მწვრთნელს დიდ პატივს ვცემ და ვფიქრობ, რომ სპალეტი რომაში დარჩენის სანაცვლოდ ყველაფერზეა წამსვლელი,"- განაცხადა ფრანჩესკომ.
ამ ინტერვიუს შემდეგ სპალეტიმ პალერმოსთან გასამართი მატჩში ტოტი განაცხადს მიღმა დატოვა.
38 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 43 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზე 1 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.