გერმანიის ბუნდესლიგაში ლევერკუზენი-დორტმუნდის ბორუსიას შეხვედრის 67-ე წუთზე მატჩის მთავარმა არბიტრმა, ფელიქს ცვაიერმა, პროტესტის ნიშნად მოედანი დატოვა.
ამის მიზეზი მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილების არ შესრულება გახდა. ლევერკუზენის მთავარმა მწვრთნელმა, როგერ შმიდტმა, დორტმუნდის გატანილი გოლის ჩათვლა გააპროტესტა, არბიტრმა კი მწვრთნელს კამათის გამო სათადარიგოთა სკამის დატოვება მოსთხოვა. შმიდტი კი გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც რეფერიმ თავის დამხმარეებთან ერთად მოედნიდან გავიდა. მატჩი 10 წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. მსაჯი მოედანს რუდი ფელერთან საუბრის შემდეგ დაუბრუნდა.
საბოლოოდ შეხვედრა ბორუსიას გამარჯვებით 0:1 დასრულდა.
წყარო: 101greatgoals.com