გერმანიის ბუნდესლიგაში ბაიერნი-დარმშტადის მატჩის მიმდინარეობის დროს მიუნხენური კლუბის გულშემატკივრებმა ბანერი გამოფინეს - "პეპი არასოდეს არ იყო ჩვენიანი".
რეკორდმაისტერის ფანებმა ამ გზით კლუბის ამჟამინდელი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას, მიმართ საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. გვარდიოლა მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს და კარიერას მანჩესტერ სიტიში გააგრძელებს. ბაიერნს კი კარლო ანჩელოტი უხელმძღვანელებს.
შეხვედრა მიუნხენური გუნდის გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
წყარო: Eurosport