თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატში გალათასარაიმ ტრაბზონსპორს უმასპინძლა. მატჩის 86-ე წუთზე შეხვედრის არბიტრმა ტრაბზონსფორს მცველი გაუძევა და თან გუნდის კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დანიშნა.
ამ ფაქტს ფეხბურთელების აღშფოთება მოჰყვა. შელაპარაკების დროს სალიხ დურსუნმა მინდორზე დავარდნილი წითელი ბარათი აიღო, მსაჯს უჩვენა და გასახდელისკენ მიუთითა, თუმცა მსაჯმა წითელი ბარათით თავად ფეხბურთელი დასაჯა.
შეხვედრა გალათასარაის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
წყარო: Eurosport