ნიუ ორლეან პელიკანსის კალათბურთელმა, ენტონი დევისმა, დეტროიტთან მატჩში 59 ქულა და 20 მოხსნა მიითვალა, რაც NBA-ის მიმდინარე სეზონის რეკორდია.
დევისი, შაკილ ონილისა და უილტ ჩემბერლენის შემდეგ ისტორიაში მესამე მოთამაშე გახდა, რომელმაც ერთ მატჩში 55-ზე მეტი ქულა და 20 მოხსნა მიითვალა.
შეხვედრა ნიუ ორლეანის გამარჯვებით 111:106 დასრულდა.