16 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
ანორთოსისის გულშემატკივართა ნაწილი თემურ ქეცბაიას მტრულად შეხვდა

გუშინ კვიპროსის ჩემპიონატის 21-ე ტურში თემურ ქეცბაიას კლუბი აპოელი სტუმრად ლარნაკაში ანორთოსისს შეხვდა და 2-1 გაიმარჯვა.

ქართველ მწვრთნელს მისი ყოფილი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი მტრულად შეხვდა. გულშემატკივრები სპეციალისტს მთელი მატჩის განმავლობაში ლანძღავდნენ. თამაშის დაწყებამდე კი მისი მისამართით ყალბ ფულს ისროდნენ, რომელზეც სწორედ ქეცბაია იყო გამოსახული.

ქართველი ანორთოსისის ღირსებას როგორც ფეხბურთელი 2002-2006 წლებში იცავდა, ხოლო მოგვიანებით კი გუნდის მწვრთნელი გახდა და სწორედ მან გაიყვანა კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

 

დღის ამბები