FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯანი ინფანტინომ, განაცხადა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდების რაოდენობა 40-მდე გაიზრდება.
"ფიქრობ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 40 გუნდმა უნდა იასპარეზოს. ეს უნიკალური სპორტული ღონისძიებაა, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და მთელი მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს. მე მინდა კიდევ 8 ქვეყანას მივცე იქ მონაწილეობის საშუალება და ამით მათი მოსახლეობა კიდევ უფრო კარგად გაიზიარებენ ჩემპიონატის ხიბლს და ემოციებს," - განაცხადა ინფანტინომ.
FIFA-ს საპრეზიდენტო არჩევნები 26 თებერვალს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.
წყარო: Eurosport