16 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
ჩემპიონთა ლიგის მიმოხილვა - სიტიმ კიევში მოიგო

ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალურ ეტაპზე 2 შეხვედრა გაიმართა. დინამო კიევმა მანჩესტერ სიტის უმასპინძლა, ხოლო პსვ-მ  მადრიდის ატლეტიკოს.

კიევში უპირატესობას ინგლისური კლუბი ფლობდა და სიტი მე-15 წუთზე სერხიო აგუერომ დააწინაურა. პირველი ტაიმის მიწურულს კი დავიდ სილვამ უპირატესობა 2-მდე გაზარდა. მატჩის მეორე ნახევარში უკრაინელებმა სხვაობა შეამცირეს, თუმცა 90-ე წუთზე იაია ტურემ საბოლოო შედეგი დააფიქსირა -1:3.

ჰოლანდიაში ჩატარებული მატჩი გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა და წყვილში გამარჯვებულის ვინაობა მადრიდში გახდება ცნობილი.

გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრები 15 მარტს გაიმართება.

დღის ამბები