პორტუგალიელმა მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, სინგაპურში იმყოფება, სადაც ის სტუდენტებს შეხვდა.
ერთ-ერთმა სტუდენტმა მოურინიოს მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელად მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით ჰკითხა.
"1 მილიონიანი კითხვაა, ეს საკითხი არავინ იცის, მათ შორის არც მე. მე მიყვარს ფეხბურთი და ყოველდღიურ ცხოვრებაში ის ძალიან მენატრება. სასაცილოა, მაგრამ მე ჯერ კიდევ ინგლისის ჩემპიონი და თან უმუშევარი მწვრთნელი ვარ. მომავლისკენ უფრო დიდი ენთუზიაზმით ვიყურები, ვნახოთ რა მოხდება. ამ ეტაპზე ვცდილობ ჩემი წყნარი ცხოვრებით დავტკბე. იმედი მაქვს, ფეხბურთს ზაფხულში დავუბრუნდები," - განაცხადა მოურინიომ.
განსაკუთრებული გასულ სეზონში ლონდონის ჩელსისთან ერთად პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა. 2015 წლის დეკემბერში კი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო არისტოკრატებმა პორტუგალიელი გაათავისუფლეს.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მოურინიომ მომავალ სეზონში მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი იქნება.