16 ნოემბერი 2024,   21:58
ვრცლად
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთთან შეხვედრის წინ ღია ვარჯიში გამართა

27 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის შესარჩევი ეტაპის მესამე შეხვედრას გამართავს.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბორჯღალოსნები ესპანეთს დაუპირისპირდებიან. დღეს შევარდენის სარაგბო ბაზაზე საქართველოს ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა. 

გუნდს ტრავმის გამო მერაბ შარიქაძე დააკლდება. ვიტო კოლელიშვილი დისკვალიფიცირებულია, ხოლო მამუკა გორგოძე, ლევან ჩილაჩავა და კონსტანტინე მიქაუტაძე კი ტულონთან შეთანხმებით მთავარმა მწვრთნელმა არ გამოიძახა.

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრები გუნდები ერთმანეთს მეჩვიდმეტედ შეხვდებიან. აქამდე გამართული მატჩებიდან 12-ჯერ ბორჯღალოსნებმა მოახერხეს გამარჯვების მოპოვება, 3-ჯერ ესპანელებმა, 1 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება. ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში იყიდება და მათი ფასი 3 და 5 ლარია.

ავტორი: დავით ერაძე

ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირის Facebook-ის გვერდი.

დღის ამბები