16 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
მიშელ პლატინის და იოზეფ ბლატერს დისკვალიფიკაცია 6 წლამდე შეუმცირეს

FIFA-ს სააპელაციო კომიტეტმა მიშელ პლატინისა და იოზეფ ბლატერის სასჯელი შეამსუბუქა, მათ 8 წლიანი დისკვალიფიკაცია 6 წლამდე შეუმცირდათ.

კომიტეტმა ყოფილი თანამდებობის პირების ბრალდების რამდენიმე პუნქტში უდანაშაოლოდ ცნო და სასჯელის შემცირებაც სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება, თუმცა სააპელაციომ პლატინის ძალაში დაუტოვა ჯარიმის გადახდა 80 ათასი შვეიცარული ფრანკის ოდენობით, ბლატერს კი 50 ათასი ფრანკის გადახდა მოუწევს.

პარარელურად ხვალ გაიმართება FIFA-ს პრეზიდენტობის არჩევნები, რომელშიც 5 კანდიდატი მონაწილეობს, თუმცა სპეციალისტთა მოსაზრებით, არჩევნებს ორი გამოკვეთილი ფავორიტი ეყოლება - ჯანი ინფანტინო და იორდანიის პრინცი, ალი ბინ ალ ჰუსეინი.

დღის ამბები