დღეს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ერთა თასის გათამაშების მესამე ტურში ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
ეროვნულ ნაკრებში თავის 90-ე შეხვედრას ჩაატარებენ მერაბ კვირიკაშვილი და დავით კაჭარავა. შალვა სუთიაშვილი კი ნაკრებს კაპიტნის სამკლაურით მეათედ გაიყვანს.
საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან 16 შეხვედრა აქვს ჩატარებული. აქედან ბორჯღალოსნებმა 12 მატჩში მოიგეს, სამი წააგეს და ერთიც ფრედ დაასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ზედიზედ 21 მატჩი მოიგო. ბოლოს ბორჯღალოსნები 2012 წლის 11 თებერვალს, მადრიდში სწორედ ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი.