16 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
ქართველი მოწიდავეების წარმატება ბულგარეთში

ბულგარეთში პეტკო სირაკოვის და ივან ილიევის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, ახალგაზრდებს და 23-წლამდე მოჭიდავეებს შორის ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებას მიაღწიეს.

საქართველოს ნაკრებების მოჭიდავეებმა ტურნირის პირველ დღეს 6 წონაში 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან ჩემპიონები ტარიელ გაფრინდაშვილი და როლანდ ანდრიაძე გახდნენ, ვერცხლის მედლები ნიკა კენჭაძემ და გიორგი ღონიაშვილმა მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ლაშა გიგაშვილი და გიორგი ხაჩიძე დაეუფლნენ.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან ტურნირის გამარჯვებულები გელა ბოლქვაძე და ბექა კანდელაკი გახდნენ, ბრინჯაოს მედალი ნიკა გავაშელმა მოიპოვა.

დღეს, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები 57, 65 და 86 კილოგრამში, ხოლო ბერძენ-რომაელი სტილით მოჭიდავეტა ნაკრები 50, 59, 75 წონით კატეგორიებში იჭიდავებენ.

ფოტო: wrestling.ge

დღის ამბები