16 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
მამუკა გორგოძემ გონებადაკარგულ თანაგუნდელს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ, რომელიც საფრანგეთის ტულონის ღირსებას იცავს, გონებადაკარგულ თანაგუნდელს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა.

24 წლის ჯეიმს ოკონერი შეუძლოდ ოიონასთან შეხვედრის შემდეგ კლუბის ავტობუსში გახდა. ავსტრალიელმა მორაგბემ გონება დაკარგა, გორგოძემ კი მას პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა და სასწრაფო დახმარების ბრიგადას მის სავაადმყოფოში გადაყვანაშიც დაეხმარა.

თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ოკონერს გულის შეტევა ჰქონდა, თუმცა გამოკვლევების ჩატარების შემდეგ ეს ვერსია გამოირიცხა.

"გულის შეტევა არ ყოფილა, უბრალოდ გლიკემია და გადაღლილობა,"- წერს ავსტრალიელი Twitter-ის გვერდზე.

წყარო: სარბიელი, ოკონერის Twitter-ის გვერდი.

დღის ამბები