NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში დალას მავერიქსმა საკუთარ მოედანზე დენვერ ნეგატსს უმასპინძლა და მემტოქე ოვერტაიმში 122:116 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ, მოედანზე უჩვეულოდ ცოტა დრო - 8 წუტი გაატარა. ფაჩულიამ შეხვედრაში ქულის ჩაგდება ვერ მოახერხა, თუმცა 1 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
მომდევნო შეხვედრას დალასი 29 თებერვალს, მინესოტას წინააღმდეგ გამართავს.