ინგლისის პრემიერლიგის ლიდერის, ლესტერის მთავარ მწვრთნელს, კლაუდიო რანიერის, რომას კაპიტნის ფრანჩესკო ტიტის შეძენა სურს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული Sun ავრცელებს.
ბოლო პერიოდში 39 წლის ფეხბურთელს იტალიური კლუბის ხელძღვანელობასთან ურთიერთობა გაუფუჭდა. ტოტი ჯერ არ პირებს კარიერის დასრულებას, ლესტერს კი მომავალ სეზონში ევრო თასებზე იტალიელის გამოცდილების იმედი აქვს.
კლაუდიო რანიერი და ფრანჩესკო ტოტი რომაში ერთად 2 წლის განმავლობაში მუშაობდნენ და გამოცემის ცნობით, მათ შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.