საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებიმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ერთა თასის გათამაშების მესამე ტურში ესპანეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა.
ბორჯღალოსნებმა მეტოქე 38:7 დაამარცხეს და ბონუს ქულაც მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრები 3 გამარჯვებით ერთა თასზე პირველ ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი 12 მარტს სოჭში ჩატარდება.