16 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
18 წლის მარკუს რეშფორდის ბენეფისი პრემიერლიგაში

გუშინ ინგლისის პრემიერლიგაში 2 მატჩი გაიმართა. მანჩესტერ იუნაიტედმა არსენალს უმასპინძლა, ლონდონის ტოტენჰემმა კი სუონსის.

იუნაიტედს ტრავმის გამო 10 ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი აკლდა. მანჩესტერული კლუბის თავდასხმის ხაზში 18 წლის მარკუს რეშფორდი თამაშობდა, რომელმაც დუბლი შეასრულა. რეშფორდს ძირითად გუნდში დებიუტი გასულ კვირას ევროპა ლიგაზე მიდტიულანდთან დაპირისპირების დროს ჰქონდა, სადაც მან, ასევე დუბლი შეასრულა. უშუალოდ გუშინდელ შეხვედრაში კი იუნაიტედი დიდ უპირატესობას ფლობდა და არსენალთან დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა. 3:2 მანჩესტერის სასარგებლოდ.

ლონდონში კი პირველი ტაიმი სტუმრებმა მოიგეს. მატჩის მეორე ნახევარში ტოტენჰემმა მაინც შეძლო მეტოქის დამარცხება და უელსურ კლუბს 2 გოლი გაუტანა.

27 ტურის შემდეგ პრემიერლიგას ლესტერი 56 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე ტოტენჰემი (54) იმყოფება, ხოლო მესამე პოზიციას არსენალი (51) იკავებს.

 

ვიდეო: Goalsarena.org

დღის ამბები