16 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
"ოსკარი გადაეცემა ლუი ვან გაალს"

პრემიერლიგის 27 ტურში მანჩესტერ იუნაიტედმა არსენალს უმასპინძლა და მეტოქე 3:2 დაამარხა.

მეორე ტაიმის მიმდინარეობის დროს გუნდების ფეხბურთელებს - ანდერ ჰერერასა და ალექსის სანჩეს შორის შეჯახება მოხდა. მთავარმა არბიტრმა ჰერერა ყვითელი ბარათით დასაჯა, რასაც იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის აღშფოთება მოჰყვა. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა დამხმარე მსაჯთან პროტესტი გამოთქვა და მოულოდნელი ვარდნით ფეხბურთელის სიმულაცია განასახიერა.

ეს ფაქტი სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია. მომხმარებლები ვან გაალისთვის ოსკარის გადაცემასაც კი ითხოვენ. 

პრემიერლიგაში მანჩესტერ იუნაიტედი 44 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს.

 

ვიდეო: Canal+sport

დღის ამბები